პროექტის ინიცირება

დასაწყისი
სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და მართვის მიმართულებით - საგანმანათლებლო პროექტი:
„თვალი თვალს რომ მოშორდება, გული გადასხვაფერდება“

2014 წლის 5 ივლისს ჩავერთვე პროექტ Chain Reaction, რომელიც იყო დაფინანსებული ევროკავშირის მე-7 ჩარჩო პროგრამის ფარგლებში, –კოორდინატორია შეფელდის უნივერსიტეტი, ინგლისი. კონსორციუმში 12 ქვეყნის 12 უნივერსიტეტია გაერთიანებული.
პროექტის მიზანია კვლევაზე დაფუძნებული სწავლების განვითარება.
პროექტის აქტუალობა: კვლევაზე დაფუძნებული სწავლება ხელს უწყობს სამეცნიერო წიგნიერების განვითარებას და აქვს პოტენციალი, გააუმჯობესოს როგორც მოსწავლის მიერ მეცნიერების შემეცნება, ისე მისი მონაწილეობა და ჩართვა მეცნიერებაში და საკლასო აქტივობებში. გარდა ამისა, კვლევაზე დაფუძნებული სწავლება საშუალებას იძლევა ვისწავლოთ, თუ რა მახასიათებლები აქვს კვლევას და ზოგადად, მეცნიერულ ცოდნას. თუ მასწავლებელს  მეცნიერული კვლევის მწირი გამოცდილება აქვს და ფლობს ბუნებისმეტყველების მარტივ კონცეფციებსეს  ქმნის ბარიერს სასწავლო პროცესშიასევე იზღუდება მასწავლებელის შესაძლებლობა, დაგეგმოს და ჩაატაროს გაკვეთილები, რომლებიც გაზრდის მოსწავლეების მეცნიერულ ცოდნას არსებული ცოდნის საფუძველზე.
სასწავლო პროცესი უნდა მოიცავდეს კვლევით ნაწილს, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს გაიგონ, თუ როგორ მუშაობენ მეცნიერები. მაგალითად, მოსწავლეებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მეცნიერები სვამენ კითხვებს, ატარებენ განსხვავებული ტიპის კვლევებს და თავიანთ დაკვირვებებზე დაყრდნობით, აკეთებენ ახსნა-განმარტებებსმეცნიერების ამ კუთხით აღქმა, წარმოადგენს მეცნიერული კვლევის ფილისოფიურ ბუნებას. საკლასო კვლევა მოსწავლისგან მოითხოვს მეცნიერული კვლევის ჩატარებას და შესაბამისი უნარ-ჩვევბის ფლობას, რაც გულისხმობს კითხვების დასმასექსპერიმენტების დაგეგმვასა და განხორცილებას, მონაცემების შეგროვებას და დასკვნების გამოტანას მიღებული მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევაზე დაფუძნებული სწავლებისას მთავარი მეცნიერული პრინციპებისა და კონცეპტების შესწავლის საშუალებას წარმოადგენს საკლასო კვლევა.
მეცნიერული კვლევის სწავლება გულისხმობს მასწავლებლების მიერ მოსწავლეთა ჩართვას პრაქტიკულ მეცნიერებაში. პრაქტიკული სამუშაოები მოიცავს მრავალფეროვან აქტივობებსა და პროცესებს, რომლებსაც მეცნიერები ატარებენ საკვლევ კითხვებზე პასუხის გასაცემად, დასკვნების გამოსატანად  და მოდელების  შესამუშავებლად. ამისათვის ისინი იყენებენ  დაკვირვებებს და  ამ დაკვირვებებისგან მიღებულ  ფაქტებს.
საგნობრივი სტანდარტი: კვლ.XI.1.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.
კვლ.XI.2.მოსწავლეს შეუძლია კვლევითი   პროცედურის განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა.
კვლ.XI.3.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო  საშუალების გამოყენებით.
კვლ.XI.4.მოსწავლეს შეუძლია  მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
პროექტის ამოცანები: მოსწავლეებმა უნივერსიტეტის გარემოს დაცვითი ქიმიის დეპარტამენტის მკვლევარების როლი უნდა მოირგონ. ნარჩენების ადამამუშავებელმა კომპანიამ აღნიშულ დეპარტამენტს სთხოვა, მიეცა გარკვეული რეკომენდაციები ყველაზე შესაფერის ბუნებრივ მასალაზე ან მასალათა კობინაციაზე, რომელსაც გამოიყნებდნენ ნაგავსაყრელების ტერიტორიის გარე დამცავ ლაინერად (გარსად). მოსწავლეებს ევალებათ, წაიკითხონ საინფორმაციო ფურცლები, წაკითხული ინფორმაცია გაუზიარონ თავიანთ ჯგუფის წევრებს, შემდეგ დაგეგმონ და განახორციელონ კვლევები. მოხსენება უნდა დაიწეროს ნარჩენების ადამამუშავებელი კომპანიისთვის, რომელიც მას სჭირდება ნარჩენების უტილიზაციის ნებართვის მოპოვებისთვის.
         მოსწავლეები ირგებენ კონსულტანტების როლს. მათ პასუხი უნდა გასცენ კითხვას ,,რა იქნება ყველაზე კარგი ლაინერი ნაგავსაყრელისთვის?’’ პრობლემის ადაჭრის გზები შეიძლება იყოს განსხვავებული, ექსპერიმენტების და მოდელების ემთხვევაში. მიღებული პასუხი  დამოკიდებულია ჯგუფის მუშაობაზე, თუ რამდენად რულყოფილ მოდელს გააკეთებენ. მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ვარაუდების გამოთქმა ნივთიერებების შესახებ ,არსებულ ცოდნაზე და ფურცლებიდან მიღებულ ან მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ცვლადები შესაძლოა იყოს დაბინძურების ტიპი, ლაინერების ტიპი და სიღრმე, ქვიშა ან ხრეში, ფილტრატის მოძრაობის სიჩქარე და სხვა.

წინარე ცოდნა:
ამ მოდულის დანერგვამდე, მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ თუ რას ნიშნავს მჟავა და
ტუტე რეაქციები, ნეიტრალიზაციის რეაქციები და გარემოს დამაბინძურებელი
საყოფაცხოვრებო და ინდუსტრიული ნარჩენების გავრცელებული მაგალითი, მათ
შორის წყლის დაბინძურების წყაროები. კარგი იქნება, თუ მოსწავლეებს ეცოდინებათ

ქანების ტიპები, განსაკუთრებით დანალექი ქანები, მათი თვისებები და მნიშვნელობა.

აქტივობის მსვლელობა
ა. აღნიშნული აქტივობისას, მოსწავლეებმა უნდა იმუშაონ ჯგუფებში.
საწყისი ბრიფინგი
მთელი კლასი; მასწავლებელი მოკლედ აცნობს საკითხს და აყალიბებს სცენარს აქტივობებისთვის.
შეხვედრის დაგეგმვა -
 ექვკაციან ჯგუფების შექმნა. ერთი მოსწავლე უნდა იყოს კველევითი ჯგუფის ლიდერი
მოცემული სამი საინფორმაციო ფურცლის ანალიზი
 ფურცლები განაწილდა წყვილებში, რომელებიც დაამუშავებენ და გააკეთებენ მოკლე მოხსენებას შეხვედრისას.
მოსაზრებების გაზიარება და კონსულტაცია ეკოლოგ-მეცნიერთან.
მოდელების მომზადება და უნივერსიტეტის Salis-ის სენსორულ ლაბორატორიაში გამოკვლევა
შედეგების ანალიზი
ჯგუფებში მიღებული მონაცემების საფუძველზე შედეგების ჩამოყალიბება, საჭიროების შემთხვევაში განმეორებითი გამოკვლევა გაუმჯობესებულ მოდელებზე
შუალედური მონიტორინგი
მიღებული მონაცემების საფუძველზე გასაუბრება ილიას უნივერსიტეტის მეცნიერებებთან
კომუნიკაცია
წერითი მოხსენებების, პრეზენტაციების (ჯგუფური) მომზადება და მიღებულ შედეგებზე საკლასო დისკუსიაში მონაწილეობა

დასკვნითი კონფერენციისათვის მოხსენების, ბანერის და საჩვენებელი მოდელის მომზადება

კონფერენციაში მონაწილეობა, გამოცდილების გაზიარება

7. პროექტში მონაწილეების ასაკი, კლასი: მე-11 კლასის მოსწავლეები.

Комментариев нет:

Отправить комментарий