კონფერენცია
მოსწავლეებს განუვითარდა კვლევის საგანისა
და კვლევის ეტაპების, კვლევითი პროცედურების განხორციელების/ მონაცემების
აღრიცხვის, სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით მონაცემთა წარმოდგენის, მონაცემთა ანალიზის და შეფასების,
დიდი მაშტაბის კონფერენციებზე მოხსენების წარდგენისა და არგუმენტირებული პასუხების
გაცემის უნარ-ჩვევები.
საბოლოო დასკვნითი
კონფერენცია ჩატარდა თბილისის ილიას სახელობის უნივერსიტეტში, სადაც
თავიანთი ნაშრომები წარადგინეს საქართველოს 5 სკოლის ბავშვებმა. კონფერენციის დროს
მიმდინარეობდა ონლაინ-ჩვენება, სადაც ცალსახად ჩანს, რომ პროექტი მიაღწია თავის მიზანს.
ჯგუფის წევრებმა საკმაოდ ღრმად შეისწავლეს თემა, არგუმენტირებულად ფასუხობდნენ აუდიტორიიდან და ჟიურის მიერ დასმულ კითხვებს.
9. პროექტის განხორციელების რისკები და შესაძლო ხარვეზები და მათი თავიდან
აცილების გზები:
წინასწარ
იყო გათვლილი შესაძლო
რისკები ექსპერიმენტული სამუშაოების ჩატარებისას. მოსწავლეებს გავაცანი უსაფრთხოების საკითხები მჟავეებისა
და ტუტეების გამოყენების დროს.
შესაძლებელი იყო, რომ მოდელების მომზადების
დროს არ ყოფილიყო არჩეული უცვლადი და ცვლადი კომპონენტები, ამიტომ თავდაპირველად ჩავატარეთ
კონსულტაცია ეკოლოგ-მეცნიერთან ნაგავსაყრელების პრობლემების შესახებ ზოგადი ცნებების
მისაღებად.
10. მოსალოდნელი
შედეგები: მოსწავლეები მოიძიებენ დამატებითი ინფორმაციას ნარჩენების გადამუშავებისა და უტილიზაციის სხვა
მეთოდებზე, მაგალითად, ნაგვის დაწვა ან სხვა ტექნოლოგიები (მაგ., reed bed
technology). მათ შეეძლებათ, ჩაატარონ კვლევა, თუ
როგორ გვარდება
ნარჩენების პრობლემა მათ საცხოვრებელ ადგილას და რამდენად ხდება ნარჩენების გადამუშავება. მოსწავლეებს
შეეძლებათ დააკვირდნენ საკუთარ სახლებში ან სკოლაში დაგროვილ ნარჩენებს კვირის/თვის
მანძილზე და მოიფიქრონ, თუ როგორ არის
შესაძლებელი გაუმჯობესდეს
მათი დამუშავება.
1
Комментариев нет:
Отправить комментарий